„რუსთავის მეტალურგიულმა კომბინატმა“ საერთაშორისო ლიცენზია მოიპოვა

0

11713677_1662816687274918_3221485077487853908_oქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, რუსთავის მერი დავით ჯიქია და მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძე სს „რუსთავის მეტალურგიულ კომბინატში“ იმყოფებოდნენ. მხარისა და ქალაქის ხელმძღვანელი პირები ქარხანაში მიმდინარე საწარმოო პროცესს გაეცნენ.

„ვაგონმშენებელთა ჰოლდინგში“ შემავალმა სს „რუსთავის მეტალურგიულმა კომბინატმა“ ვაგონის მძიმე და საშუალო ზომის სხმული დეტალების წარმოების საერთაშორისო ლიცენზია მოიპოვა. ქარხანაში წარმოებულმა ვაგონის დეტალებმა საერთაშორისო ექსპერტთა და სპეციალისტთა მაღალი შეფასება დაიმსახურა. საერთაშორისო ლიცენზიის მოპოვებით კი საწარმოს პროდუქციის ექსპორტზე გატანის შესაძლებლობა ექნება.

„რუსთავის მეტალურგიული კომბინატის“ მიერ წარმოებული პროდუქცია „ვაგონმშენებელთა ჰოლდინგში“ შემავალ შპს „ვაგონმშენებელი კომპანიას“ შეღავათს მისცემს და შეამცირებს ვაგონის მშენებლობისა და მათი შეკეთების ღირებულებას. ეს საბოლოო შედეგებით, ხელს შეუწყობს საერთაშორისო დონეზე საქართველოში წარმოებული მზა პროდუქციის კონკურენტუნარიანობის გაზრდას.

„ვაგონმშენებელთა ჰოლდინგი“ ერთ-ერთი მსხვილი ინდუსტრიული ჯგუფია საქართველოში, რომელიც მძიმე მრეწველობის სამ ქარხანას აერთიანებს და ახალი ტიპის ჩქაროსნულ სამგზავრო და სატვირთო ვაგონებს, ხორბალმზიდებს, ვაგონცისტერნებს, ნახევარ-ვაგონებს, ცემენტმზიდებს აწარმოებს.

11659410_1662816663941587_198893824399343211_n 11696256_1662816693941584_654525665507766683_o 11698729_1662816833941570_986322454475196094_o 11121947_1662816707274916_1641263385310062493_o 11160685_1662816680608252_8595089988189637447_o 11221304_1662816710608249_4604966866090557119_o 11223479_1662816697274917_6625314304072817030_n 11225085_1662816673941586_1228986748259920416_o 11225085_1662816683941585_7046662498170635553_ohttps://www.youtube.com/watch?v=kf14cw6UQP8

 

 

Leave A Reply