რუსთავისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებს „ადგილობრივი თვითმმართველობა – საუკეთესო პრაქტიკა 2015“-ის დიპლომები გადაეცათ  

0

12342403_1706309836258936_4037796869735121000_n12 დეკემბერს, ქალაქ თბილისში, „ქორთიარდ მერიოტში“, გაიმართა კონფერენცია სახელწოდებით – „ადგილობრივი თვითმმართველობა – საუკეთესო პრაქტიკა 2015“.

კონფერენციაზე  განიხილეს და შეაჯამეს საქართველოში განხორციელებული რეფორმები და სპეციალური კომისიის მიერ შერჩეული საუკეთესო პრაქტიკის მქონე ათი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლები დააჯილდოვეს.
კონფერენცია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  გახსნა. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ გატარებული რეფორმის შედეგად ადგილობრივ თვითმმართველობებს დღეს უკვე აქვთ ყველანაირი ბერკეტი იმისთვის, რომ დამოუკიდებლად განახორციელონ პროექტები, რაც დემოკრატიის დამკვიდრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

გამოვლინდა ქვემო ქართლის რეგიონის საუკეთესო პრაქტიკის მქონე ორი მუნიციპალიტეტი – რუსთავი და მარნეული.

რუსთავის თვითმმართველობაში განხორციელებულ საუკეთესო პრაქტიკად მიიჩნიეს ქალაქში ევროკავშირისა და BP-ის გრანტის ფარგლებში შესრულებული პროექტები, რომლებიც რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკის ენერგოეფექტურ განათებასა და სამი საბავშვო ბაღის ენერგოეფექტურ რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ კონფერენციის მონაწილეებს წარუდგინა აღნიშნული პროექტი და ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მიზნებსა და წლის განმავლობაში მიღწეულ შედეგებზეც ისაუბრა.

კონფერენციაზე მარნეულის მუნიციპალიტეტმა სამი საუკეთესო პრაქტიკა წარადგინა: 1. „სკოლამდელი აღზრდის ცენტრების გახსნა“; 2. ფესტივალი „ერთიანი კავკასია“ და 3.„თანამედროვე ბიბლიოთეკის მშენებლობა“. მუნიციპალიტეტში სამი საუკეთესო პრაქტიკის დანერგვისთვის გამგებელ მერაბ თოფჩიშვილს კონფერენციაზე „ადგილობრივი თვითმმართველობა – საუკეთესო პრაქტიკა 2015“-ის დიპლომი გადაეცა.

შეგახსენებთ, რომ კონფერენცია ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებსა და ადგილობრივ თვითმმართველობებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა.

12391303_1706309839592269_5825238712722956144_n 11215511_1706309789592274_2024820321087134269_n 12347584_1706309829592270_9033201133884699485_n 12366488_1706309792925607_2000215278793361978_n

Leave A Reply