პროექტი „აღმოსავლეთის პარტნიორობა ტერიტორიული თანამშრომლობისათვის“

0

ngo10 აპრილს სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ ევროკავშირის პროექტის − „აღმოსავლეთის პარტნიორობა ტერიტორიული თანამშრომლობისათვის“ − საქართველო-აზერბაიჯანის კომპონენტის დაფინანსების თაობაზე გადაწყვეტილების მიმღები საერთო კომიტეტის მესამე შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიებას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ირაკლი მატკავა, აზერბაიჯანის ეკონომიკისა და მრეწველობის სამინისტროს თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი რუსლან რუსტამლი და ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამის ლიდერი ერიკას იანკაუსკასი დაესწრნენ.

კომიტეტის წევრებმა ოფიციალური განცხადება გააკეთეს საქართველოსა და აზერბაიჯანში დაფინანსებული პროექტებისა და ინიციატივების შესახებ, რომლებიც ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებს, აგრეთვე განჯა-გაზახის შეიქხი-ზაქათალას მოიცავს.

Leave A Reply