პროექტის პრეზენტაცია ნაადრევი ქორწინების პრევენციის შესახებ

0

17554444_1337115916347137_1034162898691372754_n31 მარტს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკონფერენციო დარბაზში ნაადრევი ქორწინების პრევენციის შესახებ იმსჯელეს. პრეზენტაციას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის მოადგილე ნუგზარ სალია, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, მოსწავლეები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.
პროქტი ,,ნაადრევი ქორწინების პრევენცია“ სოფელ კალინინოს საჯარო სკლის სამოქალაქო კლუბის ,,ჩვენ ვქმნით მომავალს“ წევრებმა წარმოადგინეს. მოსწავლეებმა თემატური ფილმი გადაიღეს და იმ მანკიერ მხარეებზე ისაუბრეს, რომელიც ნაადრევმა ქორწინებამ შეიძლება გამოიწვიოს.
აღსანიშნავია, რომ საპრეზენტაციო მასალის უზრუნველყოფა მოხდა სოფელ კალინინოს საჯარო სკოლის პროგრამის ,,მომავლის თაობა“ ფარგლებში რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია PH International აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ქვემო ქართლის რეგიონში სიქა-საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია პროგრამის პარტნიორ ორგანიზაცია წარმოადგენს.

Leave A Reply