პრემიერა რუსთავის თეატრში

0

speqtakli26 ოქტომბერს გიგა ლორთქიფანიძის სახელობის მუნიციპალურ თეატრში გაიმართა პრემიერა სპექტაკლისა „ბრძოლა ხელისუფლებისთვის“, რომელიც საქართველოს სახალხო არტისტმა, რეჟისორმა გოგი ქავთარაძემ ნორვეგიელი დრამატურგისა და პუბლიცისტის, ჰენრიკ იბსენის ისტორიული დრამის – „ბრძოლა სამეფო ტახტისთვის“ – მიხედვით დადგა.
საპრემიერო ჩვენებას ესწრებოდნენ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, რუსთავის მერი დავით ჯიქია, პარლამენტის წევრები, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
სპექტაკლის დასრულების შემდეგ მხარისა და ქალაქის პირველმა პირებმა საქართველოს დამსახურებულ არტისტს, რუსთავის თეატრის მსახიობ ნათელა მუხულიშვილს 70 წლის იუბილე მიულოცეს.

Leave A Reply