პრეზიდენტები მარნეულში მოსახლეობას შეხვდნენ

0

azსაქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მარნეულში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს შეხვდნენ.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანულ მოსახლეობას ქვეყნის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის და აღნიშნა, რომ საქართველო – აზერბაიჯანის მეგობრობას და სტრატეგიულ პარტნიორობას ხანგრძლივი ისტორიული საფუძველი გააჩნია.

„მიხარია, როდესაც ვუყურებ აღმშენებლობას თქვენს რაიონში, რომელსაც ხელს უწყობენ ჩვენი აზერბაიჯანელი პარტნიორები. ძალიან სასიხარულოა ისიც, რომ ეს მხოლოდ ამ რაიონში არ ხდება.
მიხარია, რომ ქართული ენის სწავლების საპრეზიდენტო პროგრამის მიმართ თქვენი მხრიდან მზარდი ინტერესია. ეს ძალიან მისასალმებელია.
ვხედავთ, რომ თქვენ აქტიურად ინტეგრირდებით ქვეყნის ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურული განვითარების მიმართულებით. ჩვენ ვხედავთ, რომ სოფლის მეურნეობის პროექტებიც ვითარდება და ნელ-ნელა იკრებს ძალებს“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

რეგიონში ქართული ენის შესწავლის საკითხს ილჰამ ალიევიც გამოეხმაურა და კმაყოფილება გამოთქვა იმის შესახებ, რომ ნებისმიერ მსურველს ქართული ენის შესწავლის საშუალება ეძლევა.
„თქვენი სრული ინტეგრაციისათვის აუცილებელია ქართული ენის კარგად ცოდნა. მე მიხარია რომ არა მარტო ბავშვები, არამედ უფროსებიც დადიან და სწავლობენ ენას.
რა თქმა უნდა, თქვენ არ უნდა დაივიწყოთ აზერბაიჯანულიც. აზერბაიჯანი თქვენი სამშოლოა.
დარწმუნებლი ვარ, რომ „სოკარიც“ და სხვა აზერბაიჯანული კომპანიებიც ჩადებენ ინვესტიციებს საქართველოში ქართველებისა და აზერბაიჯანელების კეთილდღეობის განვითარებისათვის“, -აღნიშნა ალიევმა.
ილჰამ ალიევის განცხადებით, საქართველოს და აზერბაიჯანს ახლო, მეგობრული ურთიერთობები გააჩნიათ. „მსურს, რომ თქვენ კარგად ცხოვრობდეთ და საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები აქტიურად იყოთ ჩაბმულები ჩვენი ქვეყნების განვითარების საქმეში“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა, რომელიც საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა მარნეულში სამაცივრე მეურნეობაც მოინახულეს.

12189688_504207526414192_1065466591294183348_n12193325_504206809747597_7302982513035956369_n11050092_504207343080877_5239679987486711699_n12219517_504207633080848_1842852421701411448_n   12189907_504207466414198_1207658911049891442_n  12193656_504207313080880_8207240498117732294_n 12208786_504206816414263_522117003183369413_n

წყარო: https://www.facebook.com/Margvelashvili/?fref=ts

Leave A Reply