პაატა ხიზანაშვილმა ტანვარჯიშის სახეობათა ფედერაციის რეგიონულ წარმომადგენლებს უმასპინძლა

0

tanvქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის ახლად დაფუძნებული რეგიონული ორგანიზაციის წარმომადგენლებს უმასპინძლა. შეხვედრაზე ორგანიზაციის დამფუძნებლებმა და პრეზიდიუმის წევრებმა, ახლად არჩეულ პრეზიდენტ მიხეილ ჩხარტიშვილთან ერთად, დეტალურად ისაუბრეს უახლოეს მომავალში განსახორციელებელი გეგმების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ ტანვარჯიშის სახეობათა ფედერაცია სპორტის ოთხ სახეობას − მხატვრულ და სპორტულ ტანვარჯიშს, აკრობატიკასა და ბატუტზე ხტომას − აერთიანებს.

Categories: სპორტი

Leave A Reply