პაატა ხიზანაშვილი რუსთავის მე-13 საჯარო სკოლის უფროსკლასელებთან

0

skola15 დეკემბერს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი რუსთავის მე-13 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა. საგაკვეთილო პროცესის ფარგლებში პაატა ხიზანაშვილმა და მოზარდებმა ახალგაზრდებისთვის პრიორიტეტულ თემებზე ისაუბრეს. დიალოგის რეჟიმში მიმდინარე შეხვედრაზე პაატა ხიზანაშვილმა მოსწავლეებისთვის საინტერესო შეკითხვებს უპასუხა, დაიგეგმა სამომავლოდ ერთობლივად განსახორციელებელი პროექტები.
ღონისძიების დასასრულს რეგიონის გუბერნატორმა მე-13 საჯარო სკოლის ღვაწლმოსილ პედაგოგებს − განათლების სფეროში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, ხოლო წარმატებულ მოსწავლეებს მაღალი აკადემიური მოსწრებისთვის სპეციალური სიგელები გადასცა.

Leave A Reply