მხიარულთა და საზრიანთა კლუბის თამაში რუსთავის თეატრში

0

mansankani4 მაისს რუსთავის მუნიციპალურ თეატრში, ,,მხიარულთა და საზრიანთა კლუბის” თამაშების პირველი ტური გაიმართა სადაც ქალაქის 9 საჯარო და კერძო სკოლა მონაწილეობდა.
ფინალურ ეტაპზე მონაწილეობის უფლება მოიპოვეს ,,ლამპარის’’, #10, #18, #25, #26-ე სკოლების მოსწავლეებმა.
ღონისძიებზე ჟიურის სტატუსით იმყოფებოდნენ ქვემო ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი კახაბერ გუგეშაშვილი, რუსთავის მერი დავით ჯიქია, რუსთავის სახლოვნებო გაერთიანებათა ცენტრის დირექტორი მარიკა ფიროსმანაშვილი და საქართველოს მხიარულთა და საზრიანთა კლუბის ხელმძღვანელი სოფიო ბანძავა.
აღსანიშნავია, რომ კონკურსის საპრიზო ფონდი 3000 ლარს შეადგენს. ფინალური შეხვედრა ივნისის თვეში გაიმართება.

Leave A Reply