მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამის ჯგუფი ქვემო ქართლში

0

mercyy9 დეკემბერს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამის (ALCP) ჯგუფის წევრებთან ერთად რეგიონში მიმდინარე და შესრულებულ იმ სამუშაოებს/პროექტებს გაეცნო, რომლებსაც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC) აფინანსებს და „მერსი ქორფსი“ ახორციელებს.
გუბერნატორმა სტუმრებთან ერთად დაათვალიერა მარნეულის მუნიციპალიტეტში არსებული მატყლის გადამმუშავებელი საწარმო და ეწვია ქალთა ოთახს, სადაც აღნიშნული სერვისის აუცილებლობასა და მის მნიშვნელოვან შედეგებზე იმსჯელა.
მოგვიანებით სამუშაო ჯგუფმა სოფელ თელეთში რძის პროდუქტების საწარმოში გადაინაცვლა, სადაც თითქმის ერთი წელია სამუშაოები სწორედ აღნიშნული ჯგუფის აქტიური მხარდაჭერით ხორციელდება.
ვიზიტის დასასრულს მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამის ჯგუფის ლიდერმა, ჰელენ ბრადბერმა მხარის გუბერნატორს, პაატა ხიზანაშვილს მხარდაჭერისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლოდ ერთობლივად განსახორციელებელ გეგმებზე ესაუბრა.

Leave A Reply