მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმი რუსთავში

0
simpo11 ივლისს, რუსთავში მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმი გაიხსნა. ღონისძიებას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, კულტურის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, ქალაქის მერი დავით ჯიქია, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ბეგაძე რეგიონისა და მუნიციპალიტეტის სხვა ხლმძღვანელ პირებთან და ოფიციალურ სტუმრებთან ერთად დაესწრნენ.
სიმპოზიუმში 8 ქართველი და სამი უცხოელი–ესპანელი, ფრანგი და ეგვიპტელი მოქანდაკე მონაწილეობს და მათ მიერ შექმნილი ნამუშევრები, ძირითადად, ქალაქის კულტურისა და დასვენების პარკის ტერიტორიაზე განთავსდება.
ცერემონიალის ფარგლებში, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიასა და თბილისის სამხატვრო აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
აღსანიშნავია, რომ მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმი რუსთავში გასული საუკუნის 90-იან წლებში სამჯერ ჩატარდა და მასში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი სკულპტორები მონაწილეობდნენ. ტრადიცია 2016 წელს, ,,რუსთავქალაქობის“ ფარგლებში აღდგა.
ღონისძიება რუსთავის მერიისა და სახელოვნებო გაერთიანებათა ცენტრის ორგანიზებით იმართება.

Leave A Reply