მორიგი სამუშაო შეხვედრა ქვემო ქართლის გუბერნიაში

0

12091304_1688823968007523_4878229630096263225_o2 ოქტომბერს, სამხარეო ადმინისტრაციაში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც პირადად უძღვებოდა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი.
მხარეებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 11 საკითხი განიხილეს. რეგიონის გუბერნატორისა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირების წინაშე მოხსენებით წარდგა საქართველოს ბავშვთა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კიკალიშვილი, რომელმაც თათბირის მონაწილეებს 2015-2016 წლების კონკრეტული სამოქმედო გეგმა წარუდგინა.
ლევან კიკალიშვილმა დეტალურად ილაპარაკა ქვეყნის მასშტაბით კომპლექსური, მუდმივმოქმედი და სრულმასშტაბიანი საშეჯიბრო სისტემის პრაქტიკული დანერგვისა და მისი ფუნქციონირების უზრუნველყოფის საკითხებზე, აგრეთვე მასობრივი სპორტის განვითარების ძირითად მიმართულებებზე.
თათბირის ერთ-ერთი საკითხი რეგიონში უკვე დაწყებული პროექტების მიმდინარეობას შეეხებოდა. სამუშაო შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ქალაქ მარნეულში ხორბლის სათესლე მასალის წარმოებასთან დაკავშირებული პროცესები.
შეხვედრის მონაწილეებმა სამუშაო რეჟიმში განიხილეს ასევე „რუსთავქალაქობის“ დღესასწაულის აღსანიშნავი ღონისძიებების ნუსხა და მუნიციპალიტეტების მასში მონაწილეობის საკითხი.
შეხვედრის დასასრულს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ირაკლი ხუცურაულმა მხარისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს რეგიონული უთანასწორობების დაძლევის მე-5 საერთაშორისო კონფერენციის შედეგები გააცნო.

12039146_1688823994674187_8263170567122062598_o12032734_1688824031340850_7908833630805619566_o12140205_1688823971340856_4653404637062674978_o 12087970_1688824044674182_4501788872646475367_o12113341_1688823978007522_3686969793387929306_o12094789_1688823981340855_2282069416905445499_o     12132404_1688824001340853_8583453642610616776_o

Leave A Reply