მორიგი სამუშაო შეხვედრა ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში

0

12079157_1692405937649326_4435231881557997141_n16 ოქტომბერს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციაში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელსაც პირადად რეგიონის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი უძღვებოდა.
შეხვედრაზე იმყოფებოდნენ მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებსა და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ამაშუკელი და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე. სტუმრებმა ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებსა და სოციალური სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად რეგიონის მასშტაბით სოციალურ სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ იმსჯელეს. მათ დეტალურად განიხილეს მოქალაქეებისთვის საარსებო შემწეობის დანიშვნის სისტემაში მიმდინარე სიახლეებიც.
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ აგრეთვე არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო განვითარების სააგენტოს“ (CIDA) წარმომადგენლები. მათ მხარისა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს წარუდგინეს პროექტი, რომელიც ტრანსსასაზღვრო ეკონომიკური განვითარების საკითხს შეეხებოდა.
შეხვედრის ფარგლებში, ადგილობრივი დემოკრატიის ევროპული კვირეულის შედეგებზე ისაუბრა საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALA) პრეზიდენტმა და ქალაქ რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ. მან ასოციაციის წარმომადგენლებთან ერთად შეაჯამა კვირეულის მიმდინარეობისას წალკის, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში გამართული შეხვედრები.

12109170_1692405807649339_2571159421529286895_n 12075046_1692405854316001_946056995246435821_n 12115598_1692405970982656_7223569443013648014_n

Leave A Reply