მონაწილეობითი ადგილობრივი ბიუჯეტირება რუსთავში

0

biu”ქალაქ რუსთავის ღია მმართველობის სტრატეგიის” სამუშაო დოკუმენტის განხილვა თბილისში, სასტუმრო ,,ბომონდ გარდენში“ გაიმართა. ”ქალაქ რუსთავის ღია მმართველობის სტრატეგიის” სამუშაო დოკუმენტი პროექტის – ”მონაწილეობითი ადგილობრივი ბიუჯეტირება ქალაქ რუსთავში” ფარგლებში მომზადდა.

პროექტის პრეზენტაციას ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, რუსთავის მერი დავით ჯიქია, საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

აღსანიშნავია, რომ რუსთავის მუნიციპალიტეტმა ევროკავშირის პროექტის – ”სამოქალაქო ორგანიზაციები და ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება” ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში პროექტით – ”მონაწილეობითი ბიუჯეტირება ქალაქ რუსთავში” მიიღო მონაწილეობა და დაფინანსება მოიპოვა. ევროკავშირის მიერ გამოყოფილი გრანტი 416 665 ევროს, ხოლო რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური თანამონაწილეობა 10%-ს შეადგენს. პროექტს რუსთავის მერია, ნიდერლანდების მუნიციპალიტეტების ასოციაციასა და მუნიციპალიტეტების საერთაშორისო საკონსულტაციო ცენტრთან პარტნიორობით ახორციელებს.

Leave A Reply