მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის პრეზენტაცია რუსთავში

0

12742713_1727590800797506_1839955782117712048_n22 თებერვალს, რუსთავში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის შესახებ პრეზენტაცია გაიმართა. საინფორმაციო შეხვედრას უძღვებოდნენ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ანა კვარაცხელია და მეწარმეობის განვითარების დეპარტამენტის უფროსი ოთარ ანთია.

ღონისძიების ფარგლებში რეგიონის მცხოვრებლებმა და დაინტერესებულმა პირებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს პროგრამაში ჩართვისა და მისი განხორციელების ყველა ეტაპის შესახებ. აუდიტორიამ მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხი  რეგიონის გუბერნატორისა და ეკონომიკის სამინისტროს პასუხისმგებელი პირებისგან მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს რეგიონების მოსახლეობას მიმდინარე წლის 15 თებერვლიდან 31 მარტამდე კვლავ შეუძლია  წარადგინოს საკუთარი ბიზნესიდეები შემდეგი ვებგვერდის მეშვეობით www.qartuli.ge. თითოეულ მსურველს სახელმწიფო სთავაზობს ბიზნესის განვითარების კარგ შესაძლებლობას, ჩაერთოს მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამაში, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან 5-15 ათას ლარამდე თანადაფინანსებას გულისხმობს.

 

ერთი თვის განმავლობაში ასეთი საინფორმაციო შეხვედრები ქვეყნის ყველა რეგიონში გაიმართება.

Leave A Reply