მთავრობის წარმომადგენლების სტუმრობა რუსთავის საწარმოებში

0

sawarmo27 სექტემბერს, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორ პაატა ხიზანაშვილთან და რუსთავის მერ დავით ჯიქიასთან ერთად, სახელმწიფო პროგრამის – „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში გაფართოებული და თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი ორი ახალი საწარმო – შპს “Construction Service”” და შპს „ჯი-არ-სი“ დაათვალიერა. საწარმოო პროცესს ადგილზე გაეცნენ აგრეთვე მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი და მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი ანი კვარაცხელია. სტუმრები მომუშავე პერსონალსაც გაესაუბრნენ.
შპს “Construction Service” ფოლადის ნაწარმისა და ლითონკონსტრუქციების წარმოებაზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც ნაკეთობების აწყობასა და მონტაჟს ახორციელებს. კომპანია სამომავლოდ პროდუქციის ექსპორტზე გატანას გეგმავს.
შპს „ჯი არ სი“ კი ეკონომიკის სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით გაიხსნა. საწარმოში, რომელიც დასათბუნებელი გადახურვის მასალებსა და სენდვიჩპანელებს აწარმოებს, 60 ადამიანია დასაქმებული.
აღსანიშნავია, პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“ – ფარგლებში, უკვე მხარდაჭერილია 204 პროექტი, რომელთა საერთო ინვესტიციის მოცულობა 444 400 000 ლარს შეადგენს, ხოლო ჯამურად დასაქმდა 10 ათასზე მეტი ადამიანი.
სახელმწიფო პროგრამის განხორციელება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 2014 წლიდან დაიწყო.

Leave A Reply