მამუკა ჩარკვიანის შემოქმედებითი საღამო რუსთავში

0

charkvianiiiiiiiiiii30 ივნისს, რუსთავის მუნიციპალურ თეატრში მამუკა ჩარკვიანის შემოქმედებითი საღამო გაიმართა. ღონისძიებას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის მოადგილე კახა კობერიძე, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებთან გოჩა შავაძესთან, ნინო ლომიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
კონცერტის მიმდინარეობისას მამუკა ჩარკვიანის სიმღერები ქართული ესტრადის ცნობილმა სახეებმა შეასრულეს, ღონისძიების დასასრულს კი მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებისათვის ცნობილი და მსმენელისათვის საყვარელი რამდენიმე მუსიკალური ნომერი თავად ავტორმა შეასრულა.
აღსანიშნავია, რომ მამუკა ჩარკვიანის შემოქმედებითი საღამო რუსთავში ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით გაიმართა.

Leave A Reply