„ლოგომედმა“ დაასრულა უფასო სამედიცინო გამოკვლევები ქვემო ქართლის რეგიონში

0

11265583_1658890174334236_3227660118817038815_oქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციის მხარდაჭერითა და მეტყველების განვითარებისა და კორექციის ცენტრ „ლოგომედის“ ინიციატივით, რეგიონის მასშტაბით, ყველა მუნიციპალიტეტში უკვე ჩატარდა მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვთა  გასინჯვა და დიაგნოსტირება. მასშტაბური უფასო სამედიცინო აქციის განხორციელება რუსთავიდან დაიწყო და 21 ივნისს წალკის მუნიციპალიტეტში დასრულდა.

წალკის საბავშვო ბაღის შენობაში მიმდინარე პროცესს ადგილზე გაეცნო ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის მოადგილე. ნუგზარ სალია კვლევის შედეგებით დაინტერესდა და „ლოგომედის“ ხელმძღვანელს, ეკატერინე ჭავჭავაძეს პირადად გაესაუბრა. სამედიცინო აქციას დაესწრო მუნიციპალიტეტის გამგებელი ილია საბაძე. ადგილზე იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც.

დღის განმავლობაში „ლოგომედის“ სპეციალისტებმა მშობლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს მკურნალობის იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებიც აუცილებელია ბავშვებში მეტყველებასთნ დაკავშირებული პრობლემების გადასაჭრელად.

მეტყველების განვითარებისა და კორექციის ცენტრის ხელმძღვანელის, ეკატერინე ჭავჭავაძის განმარტებით, მეტყველების დარღვევები წარმოადგენს ისეთი  სერიოზული ფსიქოსომატური ტიპის დარღვევების პირველ კლინიკურ სიმპტომს, როგორებიცაა: მეტყველების ფუნქციის ზოგადი განუვითარებლობა, მეტყველების რეცეპტული დარღვევა, აუტიზმისა და აუტისტური სპექტრის მოშლილობანი და ლოგონევროზი.

მასშტაბური სამედიცინო აქციის შედეგებისა და მეტყველების დეფექტების გამომწვევი მიზეზების დასაძლევად საჭირო გეგმის შესახებ სპეციალისტები უახლოეს მომავალში მხარის პირველ პირთან, პაატა ხიზანაშვილთან და მუნიცილიტეტების ხელმძღვანელ პირებთან ერთად იმსჯელებენ. სამუშაო შეხვედრას ქვემო ქართლში სახელმწიფო  რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაცია უმასპინძლებს.

11429759_1658890161000904_1363410621506533989_o 1039613_1658890164334237_2901235013722642588_o 1511595_1658890157667571_5746351283246574204_o 1606893_1658890171000903_9000082364639054244_n 1669728_1658890154334238_6615521255860829425_o 10014841_1658890184334235_4357053893949684841_o 10259045_1658890241000896_1206303631534424793_o 10845783_1658890177667569_9213969328139258053_o 10945785_1658890181000902_5138012844902304074_o 11168009_1658890194334234_8178307226348935598_n 11312776_1658890267667560_2052719360650639094_o 11426389_1658890257667561_1924452649831324451_o

Leave A Reply