„ლოგომედი“ თეთრწყაროში

0

11430139_1654159678140619_134731909347037412_o ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციის მხარდაჭერითა და მეტყველების განვითარებისა და კორექციის ცენტრ „ლოგომედის“ ინიციატივით მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვთა უფასო გასინჯვა-დიაგნოსტირების აქცია ამჯერად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში გაიმართა.

უფასო სამედიცინო აქციის  მიმდინარეობას ადგილზე  გაეცნო ქვემო ქართლში სახლმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი. პაატა ხიზანაშვილი „ლოგომედის“ ხელმძღვანელს, სპეციალისტებსა და  პაციენტებს პირადად გაესაუბრა და კვლევის შედეგების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის შენობაში მიმდინარე აქციას დაესწრნენ თეთრიწყაროს გამგებელი ბესიკ წიკლაური, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის, განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსი  ვაჟა სულხანიშვილი.

აღსანიშნავია, რომ ცენტრმა კვლევები უკვე განახორციელა ქვემო ქართლის რეგიონის მასშტაბით – რუსთავის, ბოლნისის, გარდაბნის მარნეულისა და დმანისის მუნიციპალიტეტებში. „ლოგომედის“ ხელმძღვანელის ეკატერინე ჭავჭავაძის განცხადებით,  ცენტრის სპეციალისტთა ჯგუფი უახლოეს პერიოდში წალკის მუნიციპალიტეტს ეწვევა.

11415606_1654159664807287_4774748123771890990_o 1500862_1654159671473953_6269307640259282429_o 11146625_1654159681473952_3414673709306224568_o 11249837_1654159684807285_298421822554428542_o 11312719_1654159688140618_895673205490854361_o 11411173_1654159674807286_3772448518425449370_o

 

Leave A Reply