ლია ბეჟანიშვილის საბავშვო წიგნის პრეზენტაცია ბიბლიოთეკაში

0

krebuli22 სექტემბერს, რუსთავში, ილია ჭავჭავაძის სახელობის მთავარ ბიბლიოთეკაში პოეტ ლია ბეჟანიშვილის საბავშვო წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. „ცხრათვალა მზე დაგვნათის“ – ამ სახელწოდების კრებულში თავმოყრილი ლექსები მოწვეულ სტუმრებს პატარა რუსთაველებმა გააცნეს. პრეზენტაციაზე ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის მოადგილე ნუგზარ სალია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა. სტუმრებმა ავტორს შემოქმედებითი წარმატებები და პატარა მკითხველებისთვის განკუთვნილი ლექსების კიდევ არაერთი კრებულის გამოცემა უსურვეს.

Leave A Reply