ირლანდიელი სენატორი სოფლის მეურნეობის სამინისტროში

0

11921848_890534911021753_2209068797550868736_o (1)საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ირლანდიის პარლამენტის სენატორ ჰილდეგარდე ნოქტონს შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველოსა და ირლანდიას შორის აგრარული მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობი სპერსპექტივებზე ისაუბრეს.

როგორც ნოდარ კერესელიძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოება. მისივე თქმით, ირლანდიასთან მოლაპარაკებების დაწყება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის თვალსაზრისით. ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ მიღებული შეთანხმებით (DCFTA), ქართული პროდუქციისთვის ევროპის ბაზარი გახსნილია, შესაბამისად, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი პროდუქციის გასაღების ბაზრები გააფართოონ და ევროპელ პარტნიორებთან ერთობლივი პროექტები განახორციელონ.
შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გოჩა ცოფურაშვილი და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი ესწრებოდნენ.

წყარო: საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო

11928708_890534907688420_7837339844695217885_o 10989493_890534904355087_4598924718831978728_o (1)

Leave A Reply