ეკომიგრანტების საჭიროებების კვლევა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში

0

eko22 დეკემბერს თეთრიწყაროს გამგეობის სხდომათა დარბაზში მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრები ეკომიგრანტების საჭიროებებზე იმსჯელეს. შეხვედრაზე შეაჯამეს შედეგები ევროკავშირისა და დემოკრატიის ინსტიტუტის მიერ დაფინანსებული პროექტისა სახელწოდებით „აჭარელი ეკომიგრანტი თემის გაძლიერება და პოლიტიკურ დღის წესრიგში ინტეგრაციის ხელშეწყობა მუნიციპალურ დონეზე“.
განხილვაში მონაწილეობდნენ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე ერეკლე კუხიანიძე, გამგებლის მოადგილე ლია ზურებიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ავთანდილ მუხაშავრია, გამგეობის თანამშრომლები და პროექტის ფარგლებში ტრენინგ-შეხვედრებში მონაწილე ბენეფიციარები.
ამ პროექტის ფარგლებში, თანამშრომლობისა და განვითარების რეგიონალური ქსელის მეშვეობით სოფლებში: ირაგაში, სამღერეთსა და წინწყაროში ჩატარდა კვლევა, რომლის პრეზენტაციაც შეხვედრის მიმდინარეობისას გაიმართა.
კვლევის შედეგებზე დაყრდნობით სამომავლოდ იგეგმება საპროექტო იდეების განხილვა და დაინტერესებული მხარეების კიდევ უფრო მეტად გააქტიურება აღნიშნული მიმართულებით.

Leave A Reply