დმანისში სპორტული დარბაზი გაიხსნა

0

FB_IMG_1490329163962
23 მარტს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი ბარბაქაძემ ქალაქ დმანისში სპორტული დარბაზის გახსნის ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიების ფარგლებში, რეგიონისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ახალგაზრდა სპორტსმენებსაც გაესაუბრნენ და მათ პროფესიული წარმატებები უსურვეს.
დარბაზისთვის შესაბამისი ფართი მოიძია და სარეაბილიტაციო სამუშაოები უზრუნველყო დმანისის მუნიციპალიტეტმა, ხოლო სავარჯიშო ინვენტარით საქართველოს ძალოსნობის ეროვნულმა ფედერაციამ აღჭურვა.

Categories: სპორტი

Leave A Reply