გუბერნატორმა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ტურნირის გამარჯვებულები დააჯილდოვა

0

turnir3 დეკემბერს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონის, თურქეთის საერთაშორისო ტურნირის პრიზიორის, ტრაგიკულად დაღუპული გიორგი (გეკო) მაისურაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირის გამარჯვებულები დააჯილდოვა. საპრიზო ადგილებზე გასულ სპორტსმენებს შესაბამისი ხარისხის მედლები და დიპლომები გადასცა აგრეთვე გუბერნატორის მოადგილემ, კახაბერ გუგეშაშვილმა.
ღონისძიება რუსთავის სასპორტო სკოლების განვითარების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა და მასში მონაწილეობა 2002-2003 და 2004-2005 წლებში დაბადებულმა სპორტსმენებმა მიიღეს.

Categories: სპორტი

Leave A Reply