გუბერნატორი რუსთავის №16 საჯარო სკოლაში

0

skolaa16 დეკემბერს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა რუსთავის მე-16 საჯარო სკოლას 60 წლის იუბილე მიულოცა. საიუბილეო თარიღი სასწავლო დაწესებულებაში საზეიმო ღონისძიებით აღნიშნეს, რომელსაც რუსთავის მერი დავით ჯიქია, საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე, მერის მოადგილე დავით ლობჟანიძე და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.
საიუბილეო საღამოზე სკოლის წარმატებული პედაგოგები და მოსწავლეები სპეციალური სიგელებით დააჯილდოვეს, სკოლის აღსაზრდელთა მონაწილეობით კი საზეიმო კონცერტი გაიმართა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერიც დატოვეს.

Leave A Reply