გუბერნატორი რუსთაველი „ხარების“ საქომაგოდ

0

ragbi20 ნოემბერს, რუსთაველმა მორაგბეებმა ქუთაისის „არესის“ გუნდს უმასპინძლეს და 83-ქულიანი უპირატესობით, 89:6 გაიმარჯვეს. რუსთავის „ხარების“ მორიგ წარმატებულ მატჩზე იმყოფებოდნენ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, ქალაქის მერი დავით ჯიქია და საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე, მათი მოადგილეები და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

მხარისა და ქალაქის ხელმძღვანელი პირები სპორტსმენებს რუსთაველ ქომაგებთან ერთად მთელი თამაშის განმავლობაში გულშემატკივრობდნენ, მოგვიანებით კი მატჩის წარმატებით დასრულება „ხარებს“ პირადად მიულოცეს.

Categories: სპორტი

Leave A Reply