გუბერნატორი მონაწილეობითი დემოკრატიის შესახებ გამართულ კონფერენციაზე

0

konf26 იანვარს, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ გაიმართა კონფერენცია თემაზე: ,,მონაწილეობითი დემოკრატია − ახალი ინსტრუმენტები თვითმმართველობისთვის“, რომელსაც ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი ესწრებოდა.
არასამთავრობო ორგანიზაციის − „მწვანე კავკასიის“ (Green Caucasus) თავმჯდომარემ, გიორგი აბულაძემ აუდიტორიას წარუდგინა ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული პროექტი „თანამონაწილეობითი დაგეგმვა ურბანულ დასახლებაში“. მანვე კონფერენციის მონაწილეებს გააცნო ამ პროცესში შემუშავებული საპროექტო წინადადება, რომელიც ქალაქ თეთრიწყაროში სარეკრეაციო ზონის რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
კონფერენციის მიმდინარეობისას სამთავრობო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა იმსჯელეს თანამონაწილეობითი დაგეგმვის პროცესზე და დისკუსიის რეჟიმში განიხილეს საქართველოში მონაწილეობითი დემოკრატიის განვითარების პერსპექტივები. ყურადღება გამახვილდა ადგილობრივი თვითმმართველობის როლზე მონაწილეობითი დემოკრატიის პროცესებში.

Leave A Reply