გუბერნატორი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო

0

15039446_1826546180901967_5806179903075265477_o15 ნოემბერს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი, პაატა ხიზანაშვილი ქალაქ ბოლნისში მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს მუნიციპალიტეტის გამგებელ დავით შერაზადიშვილთან ერთად გაეცნო. რამდენიმეთვიანი მუშაობის შემდეგ, მერაბ კოსტავას ქუჩაზე დამთავრდა ქვაფენილის დაგება, დამონტაჟდა თანამედროვე ლამპიონები, რომლებიც მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტროპანელებით აღიჭურვა. განახლდა მწვანე ზოლიც, სადაც 40 ვერცხლისფერი ნაძვი, 60 გართხმული ღვია და 120 დასავლეთის ტუია დაირგო. ამჟამად ტენდერში გამარჯვებული კომპანია ათონის ქუჩის ერთ ნაწილზე, სადაც არასოდეს ყოფილა მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურა, ბოლნისის ბაზალტით ქვაფენილს აგებს. პარალელურად მიმდინარეობს მოასფალტების სამუშაოები ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე. წყალსადენ-კანალიზაციისა და სანიაღვრე სისტემების მოწესრიგების შემდეგ, ასფალტი იგება ათონის, წმინდა ნინოს, ილია ჭავჭავაძისა და ლადო ასათიანის ქუჩებზე. სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დასრულდება.

Leave A Reply