გუბერნატორის თასი გრეპლინგში – ღია ჩემპიონატი ქვემო ქართლში

0

tasi18 დეკემბერს, ქვემო ქართლის რეგიონში გრეპლინგში ღია ჩემპიონატი გაიმართა. „გუბერნატორის თასის“ მოსაპოვებლად ქართველი და უცხოელი სპორტსმენები რუსთავის ქიმიკოსთა სპორტულ კომპლექსში მთელი დღის განმავლობაში ასპარეზობდნენ.
სპორტული ღონისძიების ფარგლებში გამარჯვებულები 37 სხვადასხვა წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ და შესაბამისი მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ. აბსოლუტურ ჩემპიონს კი სპეციალური თასი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა, პაატა ხიზანაშვილმა გადასცა.
ღია პირველობა საქართველოს გრეპლინგის ფედერაციის ინიციატივითა და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის მხარდაჭერით წელს უკვე მეორედ გაიმართა. ჩემპიონატის მიზანია გრეპლინგის პოპულარიზაცია-განვითარება, საუკეთესო სპორტსმენების გამოვლენა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება.

Categories: სპორტი

Leave A Reply