გრიგოლ ნემსაძე ქალთა ოთახების წარმომადგენლებს შეხვდა

0

qalta otaxi16 ივნისს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ მოადგილესთან ზაურ დარგალთან ერთად ქალთა ოთახების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

რეგიონის პირველმა პირმა მუნიციპალირი სერვისის მენეჯერების საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია პირადად მათგან მოისმინა.

ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის საკითხებზე სპეციალური მოხსენება წარმოადგინა ქვემო ქართლის პოლიციის ინსპექტორ-გამომძიებელმა მაია ფილიშვილმა

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ქალთა ოთახების გაძლიერების მიმართულებით სამომავლო გეგმები დასახეს.

Leave A Reply