გზისა და წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია ასურეთში

0

asuretiსაქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, შვაბების ქუჩისა და ტროტუარების კეთილმოწყობის სამუშაოებს ახორციელებს. პროცესის მიმდინარეობას ადგილზე პირადად გაეცნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ზურაბ ალავიძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

წლის ბოლომდე სოფელ ასურეთში ტერიტორია ქვაფენილით მოეწყობა, მოწესრიგდება სასმელი და სარწყავი წყლის სისტემები, კანალიზაციისა და სანიაღვრე ქსელები.

აღსანიშნავია, რომ ასურეთში მე-20 საუკუნის დასაწყისამდე გერმანული დასახლება არსებობდა. სოფელში დღემდე შემორჩენილია გერმანული არქიტექტურის ნიმუშები – საცხოვრებელი სახლები და მარნები, ასევე ეკლესია და სასაფლაო. პროექტი საქართველოს მთავრობის დააფინანსებით ხორციელება.

Leave A Reply