გარდაბნის სარწყავი სისტემის მე-14 გამანაწილებლის რეაბილიტაცია

0

min16 თებერვალს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, გიორგი ჩხეიძე, „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი, ლევან დვალი და ქვემო ქართლის რეგიონის გუბერნატორი, პაატა ხიზანაშვილი, გარდაბნის მუნიციპალიტეტში 900 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე რწყვის რეჟიმის გაუმჯობესების მიზნით საირიგაციო სისტემის N14 გამანაწილებლის სარეაბილიტაციო პროექტის სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2016 წლის სექტემბერში დაიწყო. 2018 წლის სარწყავი სეზონისთვის, პროექტის განხორციელების შედეგად 900 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება სარწყავი წყლის მიწოდების რეჟიმი.
2012 წლიდან ქვემო ქართლის რეგიონში სამელიორაციო სისტემების 23 სარეაბილიტაციო პროექტის განხორციელების შედეგად წყალუზრუნველყოფილი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი ქვემო ქართლის რეგიონში პრაქტიკულად გაორმაგდა.
სამუშაოების ფარგლებში აღდგება არხის 9,3 კილომეტრი სიგრძის მონაკვეთი, დამონტაჟდება ახალი მილხიდები და წყალგამშვები ფარები. შედეგად, მუნიციპალიტეტის 3 სოფლის მოსახლეობა ისარგებლებს გაუმჯობესებული საირიგაციო მომსახურებით.

Leave A Reply