გარდაბანში „ღვთაებობა“ და „ანჩისხატობა“ იზეიმეს

0

14086208_1794277957462123_7334674847966759177_o29 აგვისტოს სოფელ მარტყოფში, წმინდა ანტონ მარტყოფელის სახელობის მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სახალხო დღესასწაული „ღვთაებობა“ და „ანჩისხატობა“ აღინიშნა. ღონისძიებას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

მონასტერში საზეიმო წირვა-ლოცვა მამა იოანემ აღავლინა, შემდგომ კი დღესასწაულის აღნიშვნა სპორტული აქტივობებით გაგრძელდა. მკლავჭიდსა და ქართულ ჭიდაობაში გამარჯვებულები მხარისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა მედლებითა და სიგელებით დააჯილდოვეს.

სახალხო ღონისძიება ჯგუფ „ბანის“ საათნახევრიანი სოლო კონცერტით გაგრძელდა და გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდა.

 

Leave A Reply