გარდაბანში სკოლების წარმატებული კურსდამთავრებულები დააჯილდოვეს

0

19748804_1437435406315187_4937846199144198307_n7 ივლისს გარდაბნის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლების წარმატებული კურსდამთავრებულები დააჯილდოვეს.

ოქროსა და ვერცხლის მედლები ადგილობრივ ახალგაზრდებს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის მოადგილემ, ზაურ დარგალმა, გამგებლის მოადგილემ, ირაკლი ჭელიძემ და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ვაჟა გენგაშვილმა, გარდაბნის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელთან ნინო გვარამაძესთან ერთად გადასცეს.

აღსანიშნავია, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტში 2015-2016 სასწავლო წლის კურსდამთავრებულთა შორის 12 ოქროს, ხოლო 17 ვერცხლის მედალოსანია.

Leave A Reply