გარდაბანში კომბინირებული ციკლის ახალი თბოელექტროსადგური გაიხსნა

0

11174368_887754177982326_3739076099027246457_o22 ივლისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გარდაბანში ახალი თბოელექტროსადგური გახსნა და თანმხლებ პირებთან ერთად ორთქლის ტურბინის შენობა, ელექტროქვესადგურისა და ტრანსფორმატორების ზონები და ადმინისტრაციული შენობა დაათვალიერა.

ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად  გარდაბანში იმყოფებოდა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი მოადგილეებთან ერთად.

გარდაბნის თბოსადგური პირველი მასშტაბური თბოელექტროსადგურია, რომელიც აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით, მათ შორის „ჯენერალ ელეკტრიკის“ უახლესი ტურბინებით. 230 მგვ სიმძლავრის სადგური წელიწადში 1,6 მილიარდ კილოვატ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, რაც საქართველოს ენერგეტიკული სექტორის დამოუკიდებლობის, მისი უსაფრთხოებისა და სისტემის ელექტროენერგიით უწყვეტად მომარაგების გარანტიას შექმნის.

თბოელექტროსადგური აერთიანებს აირისა და ორთქლის ტურბოდანადგარებს ერთიან ტექნოლოგიურ ციკლში. გარდაბანში ამჟამად არსებული ენერგობლოკები ე.წ. სტანდარტული ორთქლის ციკლით მუშაობენ და მათი მარგი ქმედების კოეფიციენტი 27-35 პროცენტია, გარდაბნის ახლადგახსნილ თბოელექტროსადგურში კი ეს მაჩვენებელი ბევრად მეტია – 54 პროცენტი.

გარდაბნის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მარგი ქმედების კოეფიციენტი,საქართველოში არსებულ ბუნებრივ აირზე მომუშავე სხვა თბოელექტროსადგურებისგან განსხვავებით, თითქმის ორჯერ უფრო მაღალი და უფრო ეკონომიური იქნება.

საპარტნიორო ფონდისა და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ერთობლივი ენერგოპროექტის – გარდაბნის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მშენებლობა შარშან იანვარში დაიწყო და დათქმულ ვადაზე სამი თვით ადრე დასრულდა. მასზე 231 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯა.

1097734_887753881315689_737887070672101168_o - Copy 11070245_887753817982362_8105977985645628089_o - Copy 11710015_887745134649897_3462782819809657844_o - Copy 11731770_887754104649000_8338543140280128945_o - Copy11779852_1667074913515762_2986355672766333719_o 11119977_1667075510182369_4137603901035786323_o 11722396_1667075503515703_1148099394773141883_o 11722406_1667074910182429_5844503456232098537_o 11754355_1667074883515765_8895832627694222039_o 11754901_1667074893515764_3881445691762635683_o

 

Leave A Reply