განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვთა ნამუშევრების გამოფენა

0

shshm5 მაისს, რუსთავის ისტორიულ მუზეუმში, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვთა მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. ახალგაზრდა შემოქმედებმა საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი ექსპონატები დამთვალიერებელს პირადად გააცნეს.
ღონისძიებაზე ქვემო-ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი კახაბერ გუგეშაშვილი, გუბერანტორის მოადგილე ნუგზარ სალია რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ლომიძე, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები და მიწვეული სტუმრები იმყოფებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ გამოფენა საქართველოს წითელი ჯვრის რუსთავის ფილიალის, პროფესიულ კოლეჯ „მოდუსის“ ორგანიზებითა და რუსთავის მუნიციპალიტეტის აქტიური მხარდაჭერით გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში საგანმანათლებლო დაწესებულების კურსდამთავრებულთა დაჯილდოებაც მოეწყო.

Leave A Reply