გამწვანების მორიგი მასშტაბური აქცია რუსთავში

0

gamwvanebaქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციისა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთობლივი ძალისხმევით ქალაქ რუსთავში გამწვანების მორიგი მასშტაბური აქცია გაიმართა. ღონისძიებას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, უწყებების სხვა წარმომადგენლებთან და დარგის სპეციალისტებთან ერთად შეუერთდნენ.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა, ქალაქის მერმა დავით ჯიქიამ  და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით მაღლაკელიძემ სტუმრებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ალვის ხის ჯიშის 500-მდე ახალი ნერგი კლდიაშვილის ქუჩაზე არსებულ სკვერში დარგეს. აქცია მიზნად ისახავდა ტერიტორიაზე ქარსაცავი ზოლის შექმნას.

ნერგები ქალაქ რუსთავს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა ჯიღაურას საკოლექციო-სადემონსტრაციო ბაზიდან გადასცა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები რეგიონის მასშტაბით სხვადასხვა მუნიციპალიტეტში პერმანენტულად ხორციელდება.

Leave A Reply