გამოფენა რუსთავის ისტორიულ მუზეუმში

0

გამოფენარუსთავის ისტორიულ მუზეუმში, რუსთაველი მხატვრისა და მოქანდაკის, გიორგი ჩალაძის პერსონალური გამოფენა გაიხსნა. ღონისძიებას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწუნებულ-გუბერნატორის მოადილე კახა კობერიძე, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ლობჟანიძე და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

გამოფენაზე სახელწოდებით „ქალთა სახეები“, მხატვრის 30-ზე მეტი ნამუშევარი იყო წარმოდგენილი.

გიორგი ჩალაძე რუსთაველ მხატვართა გაერთიანების დამაარსებელი და ხელმძღვანელია. ხელოვანი აქტიურად მონაწილეობს ეროვნულ თუ საერთაშორისო გამოფენებში და თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყნის კულტურულ დაწესებულებებთან. მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოსა და საზღვარგარეთ. გიორგი ჩალაძის პერსონალური გამოფენები წარმოდგენილი იყო იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში, ასევე, შვედეთში, საბერძნეთსა და გერმანიაში.

გამოფენა, რომელიც რუსთავის მერიის „სახელოვნებო გაერთანებათა ცენტრისა“ და მხატვართა გაერთიანება „გამას“ ორგანიზებით, რუსთავის ისტორიულ მუზეუმში დღეს გაიხსნა, ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

Leave A Reply