„ბოსტანი კონფლიქტის ზონაში“ − მორიგი პრემიერა რუსთავის თეატრში

0

15284957_1837959146427337_5649278137376435590_n7 დეკემბერს, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალურ თეატრში მორიგი პრემიერა გაიმართა. სპექტაკლი „ბოსტანი კონფლიქტის ზონაში“ რეჟისორმა გიორგი შალუტაშვილმა თამარ ფხაკაძის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით დადგა.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი საპრემიერო ჩვენებას სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ პირებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
თეატრალური დასის წევრებმა სცენაზე ორი ძმის ამბავი გააცოცხლეს, რომელთა მამაპაპისეული სახლ-კარი კონფლიქტის ზონაშია. რევაზსა და რობიზონს წინაპართა დანატოვართან დაკავშირებით განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ, ერთი ცხოვრებას სამშობლოსგან შორს, ამერიკის შეერთებულ შტატებში ამჯობინებს, მეორე კი სოფელში დაბრუნებას იქ მიმდინარე საომარი მოქმედებების მიუხედავადაც კი არ უშინდება.
სპექტაკლმა მაყურებლის დიდი ინტერესი გამოიწვია.

Leave A Reply