ბოლნისში მზის ენერგიის ეფექტური გამოყენების შესახებ იმსჯელეს

0

energoefeqturoba17 მაისს ბოლნისის მუნიციპალიტეტში მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სადემონსტრაციო პროექტის ,,მზის ენერგიის გამოყენება ცენტრალიზებული მზის ენერგოფერმის საშუალებით ქალაქ ბოლნისში“ წარმატებით დასრულებული სამუშაოები მოინახულეს.
პროექტის ფარგლებში განხორციელდა ,,მზის ენერგოფერმის“ მოწყობა ,რომელიც ელექტროენერგიით უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობას.
პროექტი განხორციელდა ბოლნისის მიერ ევროკავშირის ,,მერთა შეთანხმებით“ აღებული ვალდებულებების ფარგლებში. ენერგოფერმა ,,ახალი ტექნოლოგიების ცენტრის“ მიერ ბოლნისის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობითა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.

Leave A Reply