ბავშვთა გასართობი მოედანი ბოლნისში

0

19959446_1439211876137540_4510794207719502724_n8 ივლისს ბოლნისის მუნიციპალიტეტში გერმანელი არქიტექტორის პროექტის მიხედვით შექმნილი, ბავშვთა გასართობი მოედანი სახელწოდებით ,,მხიარული ქოხი” საზეიმოდ გაიხსნა.

წითელი ლენტი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის მოადგილემ ზაურ დარგალმა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით შერაზადიშვილმა, გერმანიის საელჩოს ატაშე კულტურის, პრესისა და პოლიტიკის საკითხებში კრისტოფერ ფრონცეკთან და გერმანული ფონის ,,ებერჰარდ შიოკის” აღმასრულებელ დირექტორთან პეტერ მიოლერთან ერთად გაჭრეს.

აღსანიშნავია, რომ პროექტი საქართველოში გერმანიის საელჩოს, საქველმოქმედო ფონდის ,,ებერჰარდ შიოკის” და ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა.

Leave A Reply