ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პოლიტიკის განხილვა ქვემო ქართლის გუბერნიაში

0

bavsvze zrunva6 მაისს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციაში ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პოლიტიკისა და ბავშვთა კეთილდღეობის ძირითადი მიმართულებების შესახებ იმსჯელეს. პაატა ხიზანაშვილმა მოადგილეებთან, რეგიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად უმასპინძლა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს: სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროს ნუცი ოდიშარიას, სოციალური საკითხებისა და პროგრამების სამმართველოს უფროს ამირან დათეშიძეს, მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტისა და სამმართველოს ხელმძღვანელ პირებს – მარიამ წერეთელსა და ეთერ ცხაკაიას.

შეხვედრაზე განიხილეს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა  და სისხლის სამართლის კოდექსები.

შეხვედრას დაესწრნენ საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების,  ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელები, საჯარო სკოლის დირექტორები.

შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს „მინდობით ოჯახებში“ მცხოვრები ბავშვების მდგომარეობის გაუმჯობესების გზებზე, აგრეთვე სააღმზრდელო დაწესებულებებში მათთვის ადაპტირებული გარემოს შექმნის აუცილებლობაზე.

 

 

Leave A Reply