ახალი სპორტული ინვენტარი სოფელ გამარჯვების ძალოსნობის დარბაზისთვის

0

inventari6 ოქტომბერს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი და ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი კახი კახიაშვილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში ახლად გარემონტებულ სპორტულ დარბაზს ეწვივნენ.
კახი კახიაშვილმა ძალოსნობის დარბაზს თანამედროვე ინვენტარი გადასცა და ადგილობრივ სპორტსმენებს გაესაუბრა.
აღსანიშნავია, რომ ახლად რეაბილიტირებულ დარბაზში ნებისმიერ მსურველს უფასოდ ვარჯიში შეეძლება.
ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციისა და ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ერთობლივი ძალისხმევით, ახალი სპორტული ინვენტარით რეგიონში რამდენიმე სპორტული დარბაზი უკვე აღიჭურვა და ეს პროცესი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

Categories: სპორტი

Leave A Reply