ახალი სკოლა სოფელ დიოკნისში

0

skola30 იანვარს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, მარნეულის მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა გახსნა.
სოფელ დიოკნისში საგანმანათლებლო დაწესებულების ახალი შენობა პირადად დაათვალიერეს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწუნებულ-გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა და ადგილორბივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა.
ევროპული სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილ სკოლაში მოეწყო თანამედროვე გათბობის სისტემა, ბიბლიოთეკა, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და საბუნებისმეტყველო კლას-კაბინეტები, სამედიცინო ოთახი, ასევე ღია სპორტული მოედანი და სპორტული დარბაზი.
სკოლა ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის და უზრუნველყოფილია სპეციალური პანდუსებითა და ლიფტით.
აღსანიშნავია, რომ სოფელ დიოკნისში მთიანი აჭარიდან ჩამოსახლებული ეკომიგრანტები გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან ცხოვრობენ. სოფელში სკოლა არ არსებობდა და ორი ათეული წლის განმავლობაში 70-მდე მოსწავლე კერძო სახლში განთავსებულ სახელდახელოდ მოწყობილ საკლასო ოთახებში სწავლობდა.
2013 წელს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და მარნეულის ადგილობრივი თვითმმართველობის ერთობლივი დაფინანსებით, სოფელში ხის კოტეჯი აიგო, სადაც გაგრძელდა სასწავლო პროცესი. 2016 წელს დასრულდა ახალი სკოლის მშენებლობა, რომელიც 150 მოსწავლეზეა გათვლილი.

Leave A Reply