ახალგაზრდული ფორუმი ,,გახდი აქტიური მოქალაქე“

0

forumi29 მაისი თბილისში ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა, რომლშიც მონაწილეობა მიიღო 100-ზე მეტმა უფროსკლასელმა და მასწავლებელმა ქვემო ქართლის რეგიონის შვიდივე მუნიციპალიტეტიდან.

ფორუმის მონაწილეებმა განიხილეს რეგიონში ახალგაზრდების საჭიროებები და წარმოადგინეს მცირე ადგილობრივი პროექტები, რომელიც 2016-2017 წელს ადგილობრივ თვითმმართველობაში ახალგაზრდობის ჩართვის მიზნით განხორციელდა.

ახალგაზრდა აქტივისტებს შეხვდნენ ნილს სკოტი – გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი საქართველოში, ირაკლი მატკავა – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე და ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე ზაურ დარგალი.

ფორუმის ორგანიზატორია ფონდი „საქართველოს ბავშვთა ფედერაცია“ გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის განვითარების ოფისი (SCO), ავსტრიის განვითარების სააგენტო, საქართველოს განათლებისა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები.

Leave A Reply