ასურეთსა და ალგეთში ახალი საბავშვო ბაღები შენდება

0

bagebiiiრეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თეთრიწყაროსა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში ორი საბავშვო ბაღის მშენებლობა ფინანსდება. ორივე პროექტისთვის ფონდიდან მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი. სოფლებში – ასურეთსა და ალგეთში საბავშვო ბაღების მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება.

სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ზურაბ ალავიძე და  ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად.

ახალი სააღმზრდელო დაწესებულებები  200-მდე ბავშვზეა გათვლილი.

Leave A Reply