ასოციაცია „პერინატოლოგიის“ წარმომადგენლები ქვემო ქართლის რეგიონში

0

12631373_1647960068800316_2981709487394214181_n2 თებერვალს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონფერენციო დარბაზში, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევით, ასოციაცია „პერინატოლოგიის“ წარმომადგენლებმა, პროექტ „ცისკრის“ (ქალთა და ბავშვთა ჯანმრთელობის გლობალური სტრატეგია) ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ასევე ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის მოადგილე რამინ ისმაილოვი, ქვემო ქართლის რეგიონში დასაქმებული ოჯახის ექიმები, ქალთა კონსულტაციებისა (კაბინეტების) და სამშობიარო სახლების მეან-გინეკოლოგები.

სამხარეო და ადგილობრივი მმართველობების, აგრეთვე კერძო აკადემიური სექტორის პარტნიორობით გამართული შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა რეგიონში დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის ზრუნვა, რეგიონში დასაქმებული პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება და უახლესი ცოდნით აღჭურვა.

დამსწრე აუდიტორიას გააცნეს ორსულთა, მშობიარეთა, მელოგინეთა და ახალშობილთა პატრონაჟის თანამედროვე ასპექტები, არსებული სიტუაცია, შექმნილი პრობლემები, იმსჯელეს მათი მოგვარების გზებზე, აგრეთვე მოსალოდნელ ტენდენციებზე, რომლებიც მეანობასა და პერინატოლოგიაში ორსულთა მეთვალყურეობას ეხება.

შეხვედრაზე მოხსენებით გამოვიდა ააიპ (კავშირი) „პერინატოლოგიის“ თავმჯდომარე, მედიცინის დოქტორი ზაზა სინაურიძე. მან ისაუბრა პროექტ „ცისკრის“ შესახებ, როგორც საერთაშორისო ზრუნვის ახალი გლობალური სტრატეგიის ნაწილზე და ყურადღება გაამახვილა თემაზე – „მემკვიდრეობითი დაავადებები და მათი დროული აღმოჩენის მნიშვნელობა“. აუდიტორიის წინაშე წარდგნენ ასოციაცია „პერინატოლოგიის“ სხვა წარმომადგენლებიც, რომელთა მოხსენებებიც შეეხებოდა ისეთ თემებს, როგორებიცაა: „ნაყოფის გენეტიკური და რუტინული ულტრასონოგრაფიული კვლევა“, „მოსალოდნელი ნაადრევი მშობიარობა: თანამედრევე ხედვა“.

„პერინატოლოგიის“ წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრები ქვემო ქართლიდან დაიწყეს. პროექტ „ცისკრის“ ფარგლებში გაიმართება მცირე საინფორმაციო კონფერენციები, რომლებზეც სამედიცინო პერსონალი რეგულარულად გაეცნობა დარგის უახლეს მონაცემებს. ასეთი შეხვედრები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს და საქართველოს ყველა რეგიონში მოეწყობა.

12687814_1647960215466968_4742222194973818513_n12662443_1647960072133649_3097621433067858573_n12592191_1647960105466979_5003478728055702571_n12642701_1647960112133645_3068154122700646921_n

Leave A Reply