ანსამბლ „ენგურის“ სოლო კონცერტი მარნეულში

0

13669837_1776351285921457_7910415400798544187_n12 ივლისს, მარნეულის კულტურის ცენტრთან არსებულმა ბავშვთა ქართულმა ხალხურმა ცეკვის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „ენგურმა“ სოლო კონცერტი გამართა. მარნეულელი მოსწავლეები მაყურებლის წინაშე ქართული საცეკვაო ნომრებით წარდგნენ. ღონისძიებას დაესწრნენ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. სტუმართა შორის იმყოფებოდნენ პარლამენტის წევრები, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი და პარლამენტის დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე.

კონცერტის დასასრულ, რეგიონის გუბერნატორმა და მუნიციპალიტეტის გამგებელმა ანსამბლის ყველა წევრი სპეციალური სიგელებით დააჯილდოვეს.

აღსანიშნავია, რომ ანსამბლი „ენგური“ აერთიანებს სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენლებს, რომლებმაც მიმდინარე წელს ესპანეთის ქალაქ ლორეტ დე მარში გამართულ „ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე“ (Folk Festival in Catalonia) უმაღლესი ჯილდო – გრანპრი მოიპოვეს.

Leave A Reply