ამიერკავკასიის სისხლის ბანკი რუსთავში

0

11884083_1673487279541192_3757271650331141360_o14 აგვისტოს, ქალაქ რუსთავში, ლომოურის ქუჩაზე ნაციონალური სისხლის ბანკი გაიხსნა. დაწესებულება აღჭურვილია უახლესი აპარატურით. გამოკვლევები სრულდება მაღალი ხარისხის ტესტ-სისტემებით, პაციენტებს ემსახურება მაღალკვალიფიციურ სპეციალისტთა  ჯგუფი. ყოველი დონაცია ანაზღაურებადია.

სისხლის ბანკის გახსნას დაესწრნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები: ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის მოადგილეები კახაბერ გუგეშაშვილი და რამინ ისმაილოვი, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე.

კლინიკის დირექტორმა გიორგი დოლიძემ სტუმრებს გააცნო დაწესებულების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ბანკის განვითარებისა და ფუნქციონირებისათვის სამომავლოდ განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა.

დღესვე, დაწესებულებაში უფასო სამედიცინო მომსახურებით ისარგებლეს რუსთავში მცხოვრებმა სოციალურად დაუცველის სტატუსის  მქონე მოქალაქეებმა.

სისხლის ბანკში დონორებს უფასოდ ჩაუტარდებათ სხვადასხვა გამოკვლევა (სისხლის საერთო ანალიზი, ჯგუფისა და რეზუსის, ჰემოგლობინის დონის განსაზღვრა, ანალიზები C და B ჰეპატიტზე, სიფილისზე, შიდსზე). გამოკვლევის შედეგები კონფიდენციალურია.

10986840_1673487399541180_400960583930662773_o11893837_1673487276207859_3708734823244170763_o 11144069_1673487299541190_5440039727818341481_o 11202983_1673487396207847_7317947244874606998_o 11838624_1673487459541174_2567956446590640356_o 11850728_1673487486207838_1647084713867800369_o 11850730_1673487269541193_4248814398391539735_o 11872004_1673487409541179_2157690880719847810_o 11874981_1673487479541172_6553807445578749029_o 11883122_1673487446207842_8921504993768453562_o 11896470_1673487266207860_8704288937583036581_o

 

Leave A Reply