აზერბაიჯანის ელჩი სტუმრად სამხარეო ადმინისტრაციაში

0

12182875_1694896857400234_6811027346468597920_o27 ოქტომბერს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, აზერ ჰუსეინს უმასპინძლა.

შეხვედრაზე აგრეთვე იმყოფებოდნენ სამხარეო ადმინისტრაციისა და საელჩოს სხვა ხელმძღვანელი პირები.

მეზობელი ქვეყნის წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს ქვემო ქართლის რეგიონში  სპორტულ, კულტურულ და საგანმანათლებლო სფეროებში მიმდინარე პროცესები.

შეხვედრისას ასევე იმსჯელეს პროექტებზე, რომლებიც ჩვენს რეგიონში ორი მხარის ურთიერთთანამშრომლობით უკვე ხორციელდება.

სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში მიმდინარე სამუშაო შეხვედრის მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს იმ პროექტების განხორციელების ხელშეწყობაზე, რომლებიც კიდევ უფრო გააღრმავებს ქვეყნებს შორის ინტეგრაციის პროცესს.

12045199_1694896860733567_3120477482982506659_o11217537_1694896864066900_432146336255697497_n

Leave A Reply